არაბული „ალ-ჰილალი“ ბაიერნის ვარსკვლავის, ლუის დიასის შეძენაზე აქტიურად მუშაობს. კლუბმა მთავარ პრიორიტეტად სწორედ კოლუმბიელი ფრთის მოთამაშე დაისახა.
როგორც ირკვევა, თავად ფეხბურთელი ამ ტრანსფერის მიმართ გახსნილია და საუდის არეთში გადასვლის წინააღმდეგი არ არის. „ალ-ჰილალი“ პირველი ოფიციალური წინადადების მომზადებაზე მუშაობს, რომლის ღირებულებაც სულ მცირე 70 მილიონი ევრო იქნება.
მიუნხენურმა კლუბმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ფეხბურთელის გაყიდვას საერთოდ არ გეგმავს. მიზეზი დიასის ბრწყინვალე სადებიუტო სეზონი და კლუბთან მოქმედი კონტრაქტია, რომელსაც ძალაში კიდევ 3 წელი აქვს დარჩენილი.