ბუნდესლიგის განახლების შემდეგ გერმანული ფეხბურთის მოყვარულებისთვის მორიგი სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ თასის 1/2 ფინალური ეტაპის მატჩების საბოლოო თარიღი ოფიციალურად დაადასტურა.
მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის თასის მომავალ მატჩში ფრანქფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 ივნისს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს "ზაარბრუკენი" და ლევერკუზენის "ბაიერნი" შეხვდებიან. მატჩი 9 ივნისს, 23:45 საათზე გაიმართება.