მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "დორტმუნდთან" მოგებული შეხვედრის შემდგომ პირველი კომენტარი გააკეთა.
"გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩემთვის მთავარი მაღალი ხარისხის ჩვენებაა როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებშიც და ვფიქრობ, რომ დღეს ეს მოვახერხეთ."
"ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, არ ვარ იმ ტიპის ადამიანი, რომელიც წინასწარ რაიმეს ამბობს. დღეს გვსურდა, რომ ცხრილში უპირატესობა მოგვეპოვებინა და შევძელით კიდეც. ტიტულის მოგებაზე საუბარი ნაადრევია."
"კიმიხი იმ ტიპის ფეხბურთელაი, რომელთან მუშაობაც ნებისმიერი მწვრთნელისთვის სასიამოვნოა. ის ყველა ვარჯიშსა თუ თამაშზე 100%-ით იხარჯება." - აცხადებს ფლიკი.