მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ნახევარმცველს, კორენტინ ტოლისოს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ამჯერად 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა.
წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" ტოლისოს დამატებას იანვარშიც ცდილობდნენ, ოღონდ იჯარის წესით და მაშინ გარიგება ჩაიშალა. ახლა კი კლუბს მისი შეძენა სურს.
შეგახსენებთ, რომ ტოლისოს ტრანსფერი ასევე მილანის "ინტერსაც" სურს და დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგი ნახევარმცველი ახალ კლუბში გადაბარგდება.