გერმანული გამოცემა Bild სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მიუნხენის "ბაიერნის" ყოველწლიური საჩემპიონო აღნიშვნა, რომელიც მარიენპლაცზე იმართება ხოლმე, წელს აღარ ჩატარდება. მიზეზი კი კორონავირუსი გახლავთ.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ მოგებულ ტიტულებს საკუთარ ფანებთან ერთად სწორედ ზემოხსენებულ ადგილზე აღნიშნავს. თუმცა, სამწუხაროდ, წელს ეს ვერ მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" მიმდინარე სეზონში სამივე ტიტულის მოგების შანსი აქვს. კლუბი ბუნდესლიგის დასრულებამდე 8 ტურით ადრე 7 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, გერმანიის თასის 1/2 ფინალშია ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კი ერთი ნაბიჯი აშორებს 1/4 ფინალს.