ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" დიუსელდორფის "ფორტუნას" 5:0 სძლია და ცხრილში პირველომა გაიმყარა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების წყალობით "რეკორდმაისტერის" დამრიგებელი, ჰანს ფლიკი სამუდამოდ შევიდა კლუბის ისტორიაში.
კერძოდ, მას შემდგომ, რაც 55 წლის სპეციალისტი მიუნხენურ გრანდს ჩაუდგა სათავეში, კლუბმა ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და აქედან 22 გამარჯვების მოპოვება შეძლო. მსგავსი შედეგი კი "ბაიერნს" ისტორიაში არასოდეს ჰქონია.
აქამდე საუკეთესო შედეგი პეპ გვარდიოლას ჰქონდა დამყარებული, რომლის დამოძღვრილმა "ბაიერნმაც" საწყისი 25 თამაშიდან 21-ში გამარჯვების მოპოვება შეძლო.