"ფორტუნასთან" ჩატარებული შეხვედრა სარეკორდო აღმოჩნდა მიუნხენის "ბაიერნის" შემტევის, თომას მიულერისთვის.
30 წლის ფეხბურთელმა დღევანდელ მატჩში კიდევ ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რითაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.
მიულერს მიმდინარე სეზონში უკვე 18 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, მსგავსი შედეგი კი ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. ამ მიღწევით მან "ვოლფსბურგის" ყოფილ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს გადაუსწრო, რომელმაც თავის მხრივ ერთ სეზონში 17 ასისტის გაკეთება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" დღევანდელ მატჩში ანგარიშით 5:0 იმარჯვა და 29 ტურის შემდეგ ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.