დიუსელდორფის "ფორტუნასთან" დამაჯერებელი სხვაობით გამარჯვების მიუხედავად დღევანდელ მატჩს მიუნხენის "ბაიერნისთვის" იდეალურად არ ჩაუვლია.
პირველი ტაიმის დასრულების შემდგომ გუნდის მტავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ლუკას ერნანდესის ნაცვლად მინდორზე მიკაელ კუისენსი გამოიყვანა და როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი ტრავმაა.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველმა კუნთის არეში პრობლემები იგრძნო, რის გამოც შეცვლა მოითხოვა. რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება, ჯერ-ჯერობით უცნობია.