მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "დიუსელდორფთან" მოგებული შეხვედრის შემდგომ პირველი კომენტარი გააკეთა.
"გვსურს, რომ წარმატებული სეზონი გამოგვივიდეს და ამ მისიის შესასრულებლად კიდევ ბევრი თამაში გველოდება წინ. "დორტმუნდთან" მატჩის შემდგომ მნიშვნელოვანი იყო, რომ არ მოვდუნებულიყავით და ეს მოვახერხეთ. ბიჭების გამოსვლით კმაყოფილი ვარ."
"გუნდური სულისკვეთება, სწორედ ესაა ჩვენი ფილოსოფია. ყველა ფეხბურთელი მოტივაციას აძლევს თანაგუნდელს, რომ იყოს უკეთესი და ეს მოედანზეც იგრძნობა."
"ერნანდესის შეცვლის მიზეზი ტრავმაა. ის დისკომფორტს გრძნობდა და გარისკვა არ გადავწყვიტეთ. კუისენსი სწორედ ამისთვის ვიყიდეთ. მას ეძლევა შანსები, რომლებსაც იყენებს. მიკას ვენდობი და მასზე იმედებს ვამყარებ." - აცხადებს ფლიკი.