მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მცველმა, ვილი სანიოლიმ კლუბს საინტერესო რჩევა მისცა.
"ლეროის ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა როგორც მანჩესტერში, ასევე ეროვნულ გუნდშიც. ამას ემატება მისი ტრავმიანობა და ვფიქრობ, რომ სანეს ტრანსფერი ძალიან სარისკოა."
"ვფიქრობ, მიუნხენელებს ამ თანხის უკეთესად დახარჯვა შეუძლიათ. მაგალითად, 80 მილიონი ევროს ნაცვლად კიდევ ოცი მილიონი ევროს დამატების შემთხვევაში "ბაიერნი" კაი ჰავერცის ყიდვას შეძლებს, რაც გაცილებით უკეთესი არჩევანია." - აცხადებს სანიოლი.