მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა.
"მას შემდგომ, რაც ტურნირს "ლივერპული" გამოეთიშა, ვფიქრობ, მთავარი ფავორიტი მიუნხენის "ბაიერნია". გერმანელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელიც ყველა ასპარეზზე მშვენივრად გამოდის და ტრებლის შესრულებაც შეუძლია."
"ჰანს ფლიკის მოსვლის შემდეგ "რეკორდმაისტერი" შეუჩერებლად გამოიყურება. ბუნდესლიგის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყდა. გერმანიის თასზე კი ისინი უკვე 1/2 ფინალში არიან." - აცხადებს შვაინშტაიგერი.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ ეტაპზე 0:3 იმარჯვა და 1/4 ფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.