მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა თავის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.
"ყველაზე მეტად შემტევი ფეხბურთის სტილი მიზიდავს, როდესაც სრული თავისუფლება გაქვს მინდორზე. ასეთი სტილისთვის კი იდეალური პეპ გვარდიოლაა."
"ვფიქრობ, ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. პეპთან მუშაობის სამი წელი ჩემს კარიერაში ყველაზე კარგად მახსენდება." - აცხადებს რობენი.