მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ფრაიბურგთან" მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მარტივი თამაში არ გვქონია. დღეს თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ჩემი ფეხბურთელები ორთაბრძოლებში კარგად გამოიყურებოდნენ და ამ ფაქტმა ძალიან გამახარა."
"ლევანდოვსკიმ კარგი გოლი გაიტანა. თუმცა, ამის შემდეგ მეორეც უნდა გაგვეტანა და ვფიქრობ, თამაში სხვანაირად წავიდოდა."
"დღეს დაცვა კარგად გამოიყურებოდა. გოლი კუთხურიდან გავუშვით, მაგრამ ასეთები ხდება ხოლმე."
"გამიხარდა თუ არა კონკურენტების ქულების დაკარგვა? არა. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. 4 ქულით წინ გასვლა კარგია, მაგრამ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება."
"არ მიყვარს კონკრეტული ფეხბურთელების გამორჩევა, მაგრამ დღეს სანე ძალიან კარგი იყო. მისი პროგრესი მუდმივად შეინიშნება და დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი დონე." - აცხადებს ფლიკი.