კვირას, 22 აგვისტოს, ბუნდესლიგის მეორე ტურის მატჩში ბაიერნი კიოლნს უმასპინძლებს.
აღნიშნული შეხვედრისთვის ალიანს არენა განსაკუთრებულ მზადებაშია - გერმანული კლუბი ლეგენდარული ფეხბურთელის გერდ მიულერის ხსოვნას პატივს გულშემატკივრებთან ერთად მიაგებებს.
მატჩის დაწყებამდე, კლუბის პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერი და საპატიო პრეზიდენტი ული ჰოენეჩი სპეციალური სიტყვით, პატივს მიაგებენ "დერ ბომბერის" ხსოვნას. ასევე, ბაიერნის მოწვევით, მატჩს გერდ მიულერის მეგობრებიც დაესწრებიან.
ხსენებული შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება, მსაჯის სასტვენამდე, სტადიონზე დამონტაჟებულ ეკრანებზე სლაიდშოუ გამოჩნდება, რომელიც მიულერის ცხოვრებაზე მოგვიყვება ..
ორივე გუნდის ფეხბურთელებს, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული შავი სამკლაურები ეკეთებათ.
ფინალური სასტვენის შემდეგ, ალიანს არენა ხელმეორედ განათდება სპეციალური წარწერით "Danke Gerd - მადლობა გერდ" ასოებით.