კვირას, 22 აგვისტოს, ბუნდესლიგის მეორე ტურის მატჩში ბაიერნი კიოლნს უმასპინძლებს.
გერმანული გამოცემა Bild-ი, აღნიშნული შეხვედრისთვის, ბაიერნის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს აქვეყნებს. გამოცემის მტკიცებით, გერმანული კლუბი 4-2-3-1 სქემით ითამაშებს.
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - სტანისიჩი, უპამეკანო, ზულე, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი.
აღსანიშნავია, რომ დორტმუნდთან მატჩში მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო, მართალია მისი ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით ნაგელსმანი გუნდის მთავარ მეკარეს დაასვენებს.