მიუნხენის ბაიერნის მეკარემ, მანუელ ნოიერმა დორტმუნდთან შეხვედრაში დაზიანება მიიღო, რის გამოც დღემდე გუნდურ ვარჯიშებს არ დასწრებია ..
გერმანელ მეკარეს ინსტაგრამის ერთ-ერთმა გამომწერა მიღებული ტრავმის შესახებ ჰკითხა, რაზეც ნოიერმა უპასუხა:
'არ ინერვიულო! ეს მხოლოდ კაფსულის მცირე დაზიანებაა და უკვე ბევრად კარგად ვარ. მუშაობა და პროგრესი - მოედანს მალე დავუბრუნდები.' - დაწერა ნოიერმა.
შეგახსენებთ, კიოლნთან გასამართ ხვალინდელ შეხვედრას მანუელ ნოიერი სწორედ აღნიშნული ტრავმის გამო გამოტოვებს.