ბუნდესლიგის მეორე ტურის მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა შინ კიოლნი მიიღო და რთულ ბრძოლაში, 3:2 სძლია.
გამარჯვებაში თავისი როლი ითამაშა სერჟ გნაბრიმაც, რომელმაც დუბლი გაიფორმა, თუმცა შეხვედრის საუკეთესო ფებურთელად მაინც სხვა მოთამაშე დასახელდა.
გთავაზობთ, გნაბრის პირველ კომენტარს რთული გამარჯვების შემდეგ:
'ვფიქრობ, პირველ ტაიმში ბევრი გადაცემა შეცდომით შევასრულეთ - მეორე ტაიმში შევეცადეთ ცოტა უფრო მეტად ორგანიზებული ფეხბურთი გვეთამაშა ..
როცა თამაშში ვლიდერობდით, ორი ასეთი მარტივი გოლის გაშვება ჩვენთვის ზედმეტი იყო .. სამომავლოდ, თუ ამის თავიდან აცილებას შევძლებთ, გაცილებით მარტივი შეხვედრები გვექნება ვიდრე ეს დღეს იყო.' - განაცხადა გნაბრიმ.