ჩელსის ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლონდონურ კლუბს დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, გერმანელი მცველი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს, რომლის ვადაც 2022 წელს იწურება. სწორედ ამიტომ, რუდიგერმა და მისმა აგენტებმა ახალი კლუბის ძიება დაიწყეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუდიგერისადმი განსაკუთრებულ ინტერესს მიუნხენის ბაიერნი იჩენს, თუმცა როგორც "მარკა" იტყობინება, თავად ფეხბურთელს მადრიდის რეალში თამაში სურს.
ბრიტანულ გამოცემებში იწერებოდა, რომ არისტოკრატები 28 წლის ფეხბურთელს ყოველწლიურად 6,5 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა თავად რუდიგერს 10 მილიონის მიღება სურს.