კოვაჩი სანეს საოცნებო ტრანსფერისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

კოვაჩი სანეს საოცნებო ტრანსფერისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

"ჩვენმა ბოსებმა მას მკაფიო გეგმა აჩვენეს. ძალიან კონცენტრირებულები ვართ, ლეროიმ იცის რას უნდა ელოდეს აქ. ზოგადად, როდესაც ასეთი კლასის მოთამაშე მოდის "ბაიერნში", მან იცის რა მოეთხოვება.

თავადაც ხედავთ, რომ ეს ტრანსფერი იოლი არაა. თუმცა ვიცი, რომ ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ბევრს მუშაობენ იმისათვის, რომ ლეროი მოიყვანონ. ამ ტრანსფერის განსახორციელებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

ყველამ კარგად ვიცით და უკვე ხალხმაც იცის, რომ ლეროი სანე ჩვენი ოცნების მოთამაშეა", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.

მიუნხენური გრანდი 23 წლის გერმანელი ვინგერის აგენტთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს და მზად არის "მანჩესტერ სიტის" 100 მილიონი ევრო შესთავაზოს.

სანემ "რეკორდმაისტერში" ლეგენდარული ვინგერების, არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის, ადგილი უნდა დაიკავოს.


24-07-2019, 18:08
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0