პარიზში 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. France Football-მა წლის საუკეთესო მეკარედ პსჟ-ს იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა დაასახელა.
მეორე ადგილი ჩელსის მეკარეს, ედუარდ მენდის ერგო. მესამეზე ატლეტიკოს მეკარე იან ობლაკი გავიდა, მეოთხეზე - მანჩესტერ სიტის ბრაზილიელი მეკარე ედერსონი, ხოლო ბოლო, მეხუთზე პოზიცია ბაიერნის გერმანელმა კიპერმა, მანუელ ნოიერმა დაიკავა.