მიუნხენის ბაიერნის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი, ბენჟამინ პავარი ფრანგული Téléfoot-ის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, ზაფხულში მის შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებულ ჭორებსაც შეეხო:
"ზაფხულში საკუთარ თავს, ჩემს მომავალთან დაკავშრებით ვუსმევდი კითხვებს...
რამდენიმე კლუბი შემეხმიანა - ისინი აქტიურად იყვნენ დაინტერესებული ჩემი გადაბირებით, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს წავიდე სხვა რომელიმე კლუბში, მაგრამ ზაფხულში ნაგელსმანს ველაპარაკე და მან გარკვევით განმიმარტა, რომ მის გეგმებში შევდიოდი", - განაცხადა პავარმა.
ასევე: "თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ, პირობას ვდებ რომ ამას გავაკეთებ", - პავარი