მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ორმატჩიან დუელში ფრანგული პსჟ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა.
განმეორებითი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მატიას დე ლიხტმაც გააკეთა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა და ერთ ეპიზოდში ბურთი ცარიელი კარის ხაზიდანაც გამოიტანა.
"ჩემთვის ეს იგივე იყო, რაც გოლის გატანა. ჩემი დევიზია - არასოდეს დანებდე! ყოველთვის ბოლო მომენტამდე ვიბრძვი", - თქვა ნიდერლანდელმა მცველმა.