მიუხედავად ახალი კონტრაქტისა - ბაიერნი იანვარში პალინიას დამატებას მაინც ეცდება

მიუხედავად ახალი კონტრაქტისა - ბაიერნი იანვარში პალინიას დამატებას მაინც ეცდება

ორიოდე დღის წინ, ჟოაო პალინიამ ფულემთან კოტნრაქტი 2028-წლამდე გაახანგრძლივა. მიუხედავად ამ ფაქტისა, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ ბაიერნი იანვარში პორტუგალიელი ნახევარმცველის შეძენას მაინც ეცდება.

როგორც იწერება, ახალი კონტრაქტი მხოლოდ იმიტომ გაფორმდა, რომ პალინიას ხელფასი გაუმჯობესებულიყო - ფულების გეგმა კი უცვლელია, კლუბი დიდი თანხის შემოთავაზების სანაცვლოდ, ფეხბურთელს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაყიდის.

ცნობისთვის, ამ ზაფხულს ბაიერნი ძალიან ახლოს იყო 28 წლის ფეხბურთელის დამატებასთან. პალინია სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიუნხენში იმყოფებოდა, სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა, მაგრამ ფულემმა ტრანსფერი ბოლო წამს დაბლოკა, რადგან მისი შემცვლელის დამატება ვერ მოახერხა.

ერთი სიტყვით, ბაიერნი იანვარში კვლავ ეცდება პალინიას შეძენას.


15-09-2023, 18:36
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 43 8 35 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0