გერმანელი ლეგენდის, მანუელ ნოიერის კარიერა უკვე დასასრულს უახლოვდება. 38 წლის მეკარე ჯერ კიდევ "ბაიერნის" და გერმანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ნაწილია, მაგრამ მისი თქმით კარიერას 1 - 2 წელში დაასრულებს.
სწორედ ამიტომ, "ბაიერნი" ეძებს მის შემცვლელს, რომლის პოვნაც არც ისე მარტივია. მაქს ებერლის სურვილია, რომ ნოიერი დიოგო კოშტამ ან მაიკ მენიომ ჩაანაცვლოს.
ამაზე "ბაიერნის" მეორე მეკარემ, სვენ ულრაიხმაც ისაუბრა:
"თითქმის შეუძლებელია მანუელის მსგავსი მეკარე შეცვალო. ის ლეგენდაა, უკიდურესად ძლიერი მეკარე. მაგრამ რაღაც მომენტში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მას ჩაანაცვლებს."