მიუნხენის "ბაიერნს" რომ ლეროი სანეს დამატება სურს, ეს ამბავი არახალია.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გააკეთა.
"სანე ამჟამად "სიტის" ფეხბურთელია და შესაბამისად, მასზე კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვს. თუმცა, ორი აზრი არ არსებობს, ის უძლიერესი მოთამაშეა."
"ჩემი მთელი ყურადღება ჩემს ფეხბურთელებზეა მიმართული. რაც მომავალში მოხდება, ამაზე საუბარი ახლა შეუძლებელია." - აცხადებს ფლიკი.