ესპანურმა გამოცემა Diario Gol-მა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც ცნობილია, მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთ ლიდერს, ტიაგო ალკანტარას კლუბის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება სურს.
წყაროს ცნობით, 28 წლის ნახევარმცველი მადრიდის "რეალს" დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მათ გუნდში სათამაშოდ მზადაა.
ავტორის მტკიცებით, ალკანტარა "სამეფო კლუბის" კაპიტანს, სერხიო რამოსს ესაუბრა და უთხრა, რომ მისი ოცნება ზინედინ ზიდანთან მუშაობაა.