მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი, თომას მიულერი, გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა.
ბუნდესლიგის მე-17 ტურში "რეკორდმაისტერმა" საკუთარ მოედანზე "ვოლფსბურგი" 2:0 დაამარცხა და თომასმა პირველი გოლის დროს იოშუა ცირკზეს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ამრიგად, მიულერმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მე-11 ასისტი მიითვალა ანგარიშზე და უნიკალურ შედეგს მიაღწია.
თომას მიულერი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც სეზონის პირველ წრეში 11 საგოლე პასი გააკეთა.
30 წლის გერმანელმა ბუნდესლიგის პირველ ნაწილში 17 თამაშში 11 ასისტთან ერთად 2 გოლიც გაიტანა.