მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა ჰანს ფლიკის მომავალზე განცხადება გააკეთა.
"ნათელია, კლუბი კმაყოფილია ფლიკის მიერ ნაჩვენები შედეგებით და მისი მუშაობით."
"ხვალ დირექტორთა საბჭო დაჯდება და განიხილავს მისი დარჩენის საკითხს." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.
როგორც ცნობილია, კლუბი აპირებს, რომ ფლიკს კონტრაქტი 2021 წლამდე გაუფორმოს.