დღეს გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნმა" "ვოლფსბურგს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
"რეკორდმაისტერის" მხრიდან თავის გამოჩენა მოახერხა გუნდის ახალგაზრდა ფორვარდმა, იოშუა ცირკზემ.
18 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელის შეიძლება ითქვას, რომ ბუნდესლიგაში საოცარ ციფრებს აფიქსირებს.
მას გერმანიის უმაღლეს ლიგაში დებიუტი გასულ ტურში ჰქონდა, რომელიც გოლით აღნიშნა. დღეს კი სათადარიგოთა სკამიდან შემოსვლიდან 2 წუთში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.
ჯამში, ცირკზემ "ბაიერნის" მაისურით ბუნდესლიგაში სულ 12 წუთი გაატარა მინდორზე, რა დროშიც ის რვაჯერ შეეხო ბურთს, ორჯერ ზუსტად დაარტყა კარში და ორივე შემთხვევაში მეტოქის დამწუხრება მოახერხა.