ჰანს ფლიკი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეზონის დასრულებამდე დარჩება.
აღნიშნული ინფორმაცია "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემაც დაადასტურა.
"ბაიერნი კმაყოფილია ჰანს ფლიკის მუშაობით. მან გააუმჯობესა როგორც გუნდის თამაშის ხარისხი, ასევე შედეგებიც."
"დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად კლუბი დიდ წარმატებას მიაღწევს." - აცხადებს რუმენიგე.