მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" ამჯერად სატრანსფერო ფრონტზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, ორივე ხსენებული კლუბის სამიზნე "ნაპოლის" ბელგიელი თავდამსხმელი, დრის მერტენსია.
32 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და არ გეგმავს, რომ ის გაახანგრძლივოს. შესაბამისად, გუნდებს მისი უფასოდ დამატების საშუალება ექნებათ.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" მერტენსის ტრანსფერზე მუშაობას ზამთარშივე დაიწყებს და შესაძლოა, მასთან წინასწარი კონტრაქტიც გააფორმოს.