მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა თავის მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა.
"არ ვამბობ, რომ "ბაიერნის" დატოვება მინდა, თუმცა, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ კარიერა საზღვარგარეთ დავასრულო."
"ამ მომენტში სხვა ქვეყანაში თამაში ვერ წარმომიდგენია, თუმცა, ჯერ კიდევ არაერთი წელია წინ და არავინ იცის, თუ რა მოხდება ამ დროში."
"მე მიყვარს, როდესაც გამოწვევების წინაშე ვდგავარ. მსურს, რომ კარიერის შემდეგაც ფეხბურთში დავრჩე." - ციტირებს ნოიერის სიტყვებს Goal.