იოშუა ცირკზეს ბუნდესლიგის ბოლო ტურებში შესანიშნავმა თამაშმა ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, 18 წლის თავდამსხმელი კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" რადარზე გამოჩნდა.
დიდი ინტერესის მიუხედავად, წყაროს ცნობით "რეკორდმაისტერი" ცირკზეში რობერტ ლევანდოვსკის მომავალ შემცვლელს ხედავს და მის დათმობას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ თინეიჯერმა ფორვარდმა ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურში ორი გოლი გაიტანა და "ვოლფბსურგთან" მატჩის გმირიც გახდა.