მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" სერიოზულად არის დაინტერესებული "მონაკოს" მარჯვენა მცველის, ბენჟამინ ჰენრიქსის დამატებით.
აღნიშნულ თემაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტმა, ალი ბულუტმა გააკეთა კომენტარი.
"ჰასან სალიჰამიჯიჩმა კარგად იცის, თუ როგორ უნდა აკეთოს ბიზნესი."
"თუ მას მართლა სურს ჰენრიქსის დამატება, მაშინ, კარლ-ჰაინც რუმენიგე უნდა დაარწმუნოს ამის საჭიროებაში. სხვანაირად ტრანსფერი არ შედგება." - აცხადებს ბულუტი.