რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეო მესიმ თავის კლუბს იოზუა კიმიხის დამატება ურჩია.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, "ბარსელონამ" აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.
წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი ხმაურიან გაცვლას გეგმავს და მზადაა, ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფილიპე კოუტინიო დათმოს.
მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ნახევარმცველი ამჟამად "ბაიერნის" რიგებში იჯარით ასპარეზობს და მისი გამოსასყიდი ფასი 120 მილიონია. "ბლაუგრანა" კი მას უფასოდ დათმობს, თუ სანაცვლოდ კლუბი კიმიხს მიიღებს.