მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურ მცველს, ჟერომ ბოატენგს პატიმრობა ემუქრება.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელს ბრალი ედება ყოფილი პარტნიორის, შერინ სენლერის ცემაში.
ბოატენგს ყოფილმა მეუღლემ გასული წლის შემოდგომაზე უჩივლა, თებერვალში კი გამოძიება დაიწყო.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის სასამართლო პროცესი უახლოეს მომავალში გაიმართება და გადაწყდება, თუ რა სასჯელი შეეფარდება.