21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის დასრულებამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება. გასულ დეკადაში მიუნხენის "ბაიერნმა" არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ამ წარმატებაში, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი ფეხბურთელებს მიუძღვის, რომლებმაც "რეკორდმაისტერში" ნამდვილი ეპოქა შექმნეს.
გთავაზობთ გუნდის საუკეთესო თერთმეტეულს ბოლო ათწლეულში.
ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი, მიულერი - რობენი, ლევანდოვსკი, რიბერი.