რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" ალექსანდ ნუბელი შეუერთდება.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ამის გამო "რეკორდმაისტერის" რიგებს სვენ ულრაიხი დატოვებს.
მოგეხსენებათ, ამჟამად გუნდის პირველი მეკარე მანუელ ნოიერია. 31 წლის კიპერს კი ახალგაზრდა ფეხბურთელის მოსვლის შემდგომ გუნდში მესამე ოფციად მოუწევს ყოფნა.
შესაბამისად, ულრაიხმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ 2019/20 წლების სეზონი მისთვის უკანასკნელი იქნება გუნდში.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი მეკარე "ბაიერნმა" 2015 წელს დაიმატა.