რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სიახლე იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" ალექსანდრ ნუბელს დაიმატებს.
აღნიშნული ინფორმაცია ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა. თუმცა, სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.
როგორც ჩანს, 23 წლის ფეხბურთელს წინასწარი კონტრაქტი არ აქვს გაფორმებული "რეკორდმაისტერთან" და მას ჯერ კიდევ შეუძლია არჩევანის შეცვლა.
ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემი" სერიოზულად არის დაინტერესებული "შალკეს" კაპიტნის დამატებით და არაა გამორიცხული, ნუბელმა კარიერა სწორედ ნისლიან ალბიონზე გააგრძელოს.