მოგეხსენებათ, ჟერომ ბოატენგს გუნდში უთანხმოება აქვს. მას სათამაშო დრო დიდად არ ეძლევა და გარდა ამისა, თანაგუნდელებთანაც დაძაბული აქვს ურთიერთობა.
ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ვეტერანი გერმანელი მცველი სულ მალე დატოვებს "რეკორდმაისტერის" რიგებს.
ბრიტანული Daily Star-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს.
როგორც ცნობილია, ახალი მცველის მოყვანა პირადად მიკელ არტეტამ მოითხოვა და ზამთარში "მეთოფეების" მთავარი სამიზნე სწორედ ბოატენგი იქნება.