"ზალცბურგის" ახალგაზრდა თავდამსხმელი, ერლინ ჰაალანდი კარიერას დორტმუნდის "ბორუსიაში" გააგრელებს.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან ოთხნახევარწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ბორუსიელებმა 19 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადეს.
შეგახსენებთ, რომ ჰაალანდის დამატება მიუნხენის "ბაიერნსაც" სურდა, თუმცა, საბოლოოდ ფეხბურთელმა არჩევანი კონკურენტზე შეაჩერა.