ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა მიუნხენის "ბაიერნის" 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
აღნიშნული პრიზი პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაისაკუთრა, რომელმაც ფანების ხმების დაახლოებით 50% მიიღო.
მეორე ადგილზე სერჟ გნაბრი გავიდა, მესამეზე - ალფონსო დევისი, მეოთხე ადგილი კი იოზუა კიმიხმა დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ დევისმა წლის საუკეთესო ახალწვეულის ტიტულიც მოიგო.