როგორც ჩანს, სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" ფილიპე კოუტინიოს დატოვება საკმაოდ გაუჭირდება.
ბრიტანული გამოცემა Daily Star-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ლონდონის "ჩელსიც" ჩაერთო.
წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" მზად არიან 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო დათმონ.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო "ბაიერნის" რიგებში სეზონის ბოლომდე, იჯარის წესითაა. კლუბს კი მისი გამოსყიდვა 120 მილიონ ევროდ შეუძლია.