დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ქომაგებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა.
გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" ერთდროულად სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უბრუნდება.
წყაროს ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ "ჰერტასთან" მატჩში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ კორენტინ ტოლისოსა და ლეონ გორეცკას, რომლებმაც ბუნდესლიგის ბოლო ტურები გამოტოვეს.
გარდა ამისა, "ბაიერნს" დოჰაში გაჰყვება კინგსლი კომანიც და დიდია ალბათობა იმისა, რომ ფრანგი შემტევიც ბერლინელებთან თამაშს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.