მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი მარჯვენა მცველის დამატება სურს.
ბავარიული გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ფრანგული "მონაკოს" ფეხბურთელი, ბენჟამინ ჰენრიქსი გახლავთ.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველმა გადაწყვეტილება მიიღო და ის კარიერას "ლაიფციგში" გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, ჰენრიქსმა უკვე მიაღწია შეთანხმებას "ბაიერნის" კონკურენტთან და ის გუნდს იანვარშივე შეუერთდება.