მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ "დორტმუნდმა" მიუნხენის "ბაიერნს" ე.წ. აკრძალვა დაადო, კლუბი ბორუსიელ ფეხბურთელებს მაინც არ ეშვება.
ბრიტანული გამოცემა Metro-ს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" სამიზნე ამჯერად სუპერტალანტი, ჯეიდონ სანჩო გახლავთ.
19 წლის გარემარბი გუნდის უდაო ლიდერია და მისი ტრანსფერით ბრიტანული კლუბები, "ჩელსი" და "მანჩესტერი" არიან დაინტერესებული.
წყაროს ცნობით, "ბაიერნი" მზადაა სანჩოს სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. საბოლოოდ ყველაფერი კი "დორტმუნდის" პასუხზეა დამოკიდებული.