ფლიკი: "99%-ით მზადყოფნა "სევილიას" დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება"

ფლიკი: "99%-ით მზადყოფნა "სევილიას" დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა სუპერთასის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"სევილიამ ევროპის ლიგის მოგება დაიმსახურა. მათ კარგი, საინტერესო გუნდი ჰყავთ, რომელსაც ძლიერი სპეციალისტი უდგას თავში. ველოდებით დინამიურ, ინტენსიურ თამაშს."

"გადაწყვეტილება ასეთია, რომ სუპერთასი ბუდაპეშტში ტარდება და ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. რთული იქნება, მაგრამ ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა."

"რობერტ ლევანდოვსკი სრულად გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა, ისევე როგორც ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც აქ ჩვენთან ერთადაა."

"ხვალ 100%ით მზად უნდა ვიყოთ, რადგან 99% საკმარისი არ იქნება "სევილიას" დასამარცხებლად. სუპერთასზე გამოსვლის დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად." - აცხადებს ფლიკი.


24-09-2020, 00:12
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0