"ბაიერნის" სურვილია მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველის, ფერლან მენდის მოპოვება, თუ ალფონსო დეივისი გადაწყვეტს კლუბის დატოვებას ამ ზაფხულს, რაც ზრდის გაცვლის შესაძლებლობას.
ფრანგის შესახებ რამდენიმე ინგლისური კლუბიც არის დაინტერესებული.
მენდის, კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელია დარჩენილი, ხოლო მადრიდის "რეალისგან" განახლების შეთავაზება ჯერ არ მიუღია.
კარლო ანჩელოტის მისი შენარჩუნება სურს. მოლაპარაკებები კი სავარაუდოდ მალე გაიმართება.