"ნაპოლი" აქტიურად ცდილობს კლუბში კიმ მინ-ჯეს იჯარით დაბრუნებას, თუმცა, მცველის გადაადგილება ამჟამად გამორიცხულია.
კიმის სურვილია, რომ დარჩეს მიუნხენში. მას სურს კლუბისგან მეტი მხარდაჭერა, მეტი კომუნიკაცია მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან, რადგან ის თავს ცოტა "განმარტოვებულად" გრძნობს.
კიმი "ბაიერნს" 2023 წლის 18 ივლისს შეუერთდა და ახლანდელი მონაცემებით მისი საბაზრო ღირებულება 55 მილიონი ევროა.