თომას ტუხელი "რეალთან" მარცხზე: "მტკივნეულია. აღსადგენად გარკვეული დრო დაგვჭირდება, მაგრამ ერთი მხრივ, ეს არის მარცხი, როდესაც ყველაფერი მოედანზე დავტოვეთ.
რა თქმა უნდა, ძნელია ამის მიღება. ეს რეალობის ნაწილია. არ ვნანობ, მაგრამ მეორე მხრივ, იყო ძალიან ბევრი ტრავმა და რამდენიმე შეცვლა.
მანუმ, რომელმაც არაჩვეულებრივად გვიშველა უამრავ მომენტში, დაუშვა შეცდომა, რომელსაც არ დაუშვებდა 100 წლის განმავლობაში.
მატჩის შემდეგ გვერდითა მსაჯმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს ვეღარ გვიშველის."